Tuesday, November 11, 2014

მეცხრე დღე


ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგე ყველა საქაღალდე და წარვუდგინე აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ ჩემს საქმეს და წარმატებითაც გავართმევ თავის. . მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებ. გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.
ჩვენი ტრენინგი დასრულდა, დღეს საბოლოდ გადავხედეთ ჩვენს პროექტს და მის დამხმარე რესურსებს, მოვაწესრიგეთ ყველა საქაღალდე და წარვუდგინეთ აუდიტორიას, მოვისმინეთ რჩევები ტრენერისაგან ასევე თანამშრომლებისაგან. სამუშაო დღე იყო ძალიან პოზიტიური და საინტერესო. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის ნახვა, მითუმეტეს როცა ახალ ცოდნას იძენ. მართალია, ძალიან რთული და შრომატევადი დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საინტერესო იყო, დაღლის მიუხედავად, ვფიქრობ, მონდომებით მოვეკიდეთ საქმეს და წარმატებითაც გავართვით თავი. უახლოეს მომავალში ახალი ეტაპი დაიწყება. მე ჩემი მოსწავლეების პასუხისმგებლობის და შესაძლებლობის იმედი მაქვს და მჯერა პროექტს განვახორციელებთ და საინტერესო პრეზენტაციას შევთავაზებთ აუდიტორიას. გიორგი არავიაშვილს ვუხდი დიდ მადლობას ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს, ასევე წარმატებებს ვუსურვებ ტრენინგის მონაწილეებს.

Wednesday, November 5, 2014

მერვე დღე

დღე შეფასების რუბრიკების გაცნობით დავიწყეთ. ყველამ წარადგინა თავისი პროექტის შეფასების რუბრიკები. შემდეგ დავიწყეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულის განხილვა.
        მთავარი კითხვა:
  როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე  ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით და   პროდუქტიულობის გაზრდის  გასაუმჯობესებლად. შევავსეთ პორთფოლიო ჩვენს მიერ შექმნილი რესურსებით და ჩემს ბლოგზე განვათავსე.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები,გავეცანით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნას,მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნასა და პროექტის გეგმის შეცვლას სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.გავაკეთე თვითშეფასება,თუ რამდენად წარმატებით შევქმენი მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო. მე-7 მოდულში გავეცანი,რა სახის ფასილიტაცია შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა ტექნოლოგიების გამოყენებით გავიხსენეთ კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, შევქმენი დამხმარე მასალები,განვაახლე პროექტის გეგმა, გავიხსენე განხორციელების სტრატეგიები,გავეცანით დოკუმენტების შექმნას მენეჯმენტისთვის. გავაკეთე რეფლექსია ჩემს ბლოგზე და ყველა ჩემი ნაშრომი ჩავყარე დესკტოპზე პირველივე გაკვეთილზე შექმნილ ჩემი რესურსების საქაღალდეში.შევსებული პორტფოლიო განვათავსე.

Sunday, November 2, 2014

მეშვიდე დღე

  განვიხილეთ ტრეინინგის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები. კერძოდ, მოსწავლის ნიმუშები, ბროშურები და მასწავლებლის პრეზენტაციები. გავიმეორეთ ბლოგზე ახალი გვერდის დამატება, დავამატეთ გვერდი ,,გალერეა", ვისწავლეთ სურათების ატვირთვა, მასზე სათაურის დამატება, გვერდზე ადგილისა თუ ზომების მითითება.
გავიარეთ სახელმძღვანელოს მე-5 მოდული ,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება". ვნახეთ და განვიხილეთ სახელმძღვანელოს რესურსებში არსებული შეფასების ნიმუშები.ტრენერმა მოგვცა დავალება შევქმნათ ჩვენი პროექტისთვის საჭირო შეფასების რუბრიკები.
პროდუქტიული დღე იყო.