Thursday, October 30, 2014

მეექვსე დღე

დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო. ერთი მხრივ იმით, რომ შესასრულებელი სამუშაოს ძირითადი ნაწილი დავასრულე, მეორე მხრივ კი საინტერესო სიახლეებს დავეუფლე. გასაკეთებელი დამრჩა პრეზენტაცია. შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების განთავსება. აგრეთვე ტრენინგის სახელმძღვანელოში გავეცანით მოდულებს ინტერნეტმასალების გამოყენებისას საავტორო უფლებების დაცვის და სხვადასხვა საძიებო სისტემების გამოყენების შესახებ. მივიღე დავალება ტრენერისგან, დიდი მადლობა ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა დღემ.

Tuesday, October 28, 2014

ხალხური შემოქმედება

მეხუთე დღე

ხუთე დღე დავიწყეთ  მასწავლებლების პრეზენტაციებისა და   ბუკლეტების განხილვით, მოვიძიე ჩემი პროექტის შესაბამისი ვიდეო ინტერნეტის( www. youtube.com) საშუალებით ,შემდეგ  გადმოვიწერე ვიდეო  ( ამისათვის  ვიდეოს დაბლა მოვიძიე embed კოდი, დავაკოპირე და შემდეგ ჩავსვი ბლოგში ( ჯერ  HTML) და  კოდი ჩავსვი, ჩაჯდა ვიდეოც.ასევე DRIVE ველში შევქმენი კითხვარი  სხვადასხვა ტიპის პასუხების გამოყენებით. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

მეოთხე დღე

დღეს სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო გახდა, შევქმენი ბროშურა, ვისწავლე ,სად მოვიძიო ბროშურის სახეები, როგორ განვათავსო ზედ ინფორმაცია. გავუზიარეთ იდეები ერთმანეთს, დავასრულეთ ბუკლეტი, გავაკეთეთ მოსწავლეებისთვის   პრეზენტაცია  და  კიდევ   გადავხედეთ მიმართულების  მიმცემ საკვანძო კითხვებს
           ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
  • იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
  • საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
  • ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
  • ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
  • ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე

Tuesday, October 21, 2014

მესამე დღე

დღეს შევარჩიე ბლოგის დიზაინი,გამოვიყენე ბლოგის ინსტრუმენტები  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და მათ მნიშველობებს გავეცანი. ჯგუფში ოთხმა პედაგოგმა ვიმუშავეთ პროექტზე:  ,,ქართული მუსიკალური დიალექტები",გავეცანი და ვისწავლე  ზოგადი,  თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა,ჩვენს ჯგუფურ პროექტშიც ჩამოვწერეთ
 ზოგადი კითხვები:
 რა მანიჭებს სიამოვნებას? 
  თემატური კითხვები;
 რა ტიპის კომუნიკაციები არსებობს? 
შინაარსობრივი  კითხვები:
რას ნიშნავს ფოლკლორი?
არსებობს კი მუსიკალური დიალექტი?
რომელი კუთხისთვის არის დამახასიათებელი გუდასტვირი?
როგორ გამოვიცნოთ მუსიკალური დიალექტი?
რატომ არის მუსიკალური ბგერა  მნიშვნელოვანი?

შემდეგ ჯგუფში ვიმსჯელეთ,  რომელი კითხვა იყო სწორად დასმული და რომელი არასწორად,ტრენერმა  კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რა განსხვავება უნდა იყოს თემატურსადა შინაარსობრივ კითხვებს შორის. ამ დღეს შევიმუშავეთ    სტანდარტები   ჩვენი პროექტისთვის.  ასევე ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები,ჩამოვაყალიბე მიმართულების მიმცემი  საკვანზო კითხვები,მოვიკვლიე  შეფასების ეფექტური სტრატეგიები,შევქმენი დროში გაწერილ შეფასების გეგმის მონახაზი,მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის  შევადგინე შეფასების  ფორმა, შევქმენი პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია   და ბუკლეტის ფორმა.

მეორე დღე.

 .

ინტელის მეორე გაკვეთილზე შევქმენი  ახალი ბლოგი,.''გავიხსენე  ბლოგის შექმნასა და შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები.  ასევე პროექტის შესაქმნელად საჭირო საკითხები. განვიხილეთ კურსის 

თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და 

მოსალოდნელი შედეგები

           ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტების შემუშავება ჩვენი პროექტისთვის
  • სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
  • შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
  • დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
  • შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
  • პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე

პირველი დღე.

  • დღეს 2014 წლის 9 ოქტომბერია. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ინტელთან თანამშრობით  ჩემს სკოლაში დაიწყო პედაგოთა  გადამზადება ტრენინგის ახალი მოდულისთვის "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება".
     შევისწავლით  თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის  შესაფასებლად.
  • გაცნობა: თითოეულმა პედაგოგმა წარადგინა საკუთარი თავი.
  •  ტრენერმა წარმოადგინა საკუთარი პროგრამა,რა უნდა შევისწავლოთ ამ  ტრენინგზე და რა დადებითი მხარე აქვს.     

  •    კურსის მიმოხილვა
განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები.
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
  • თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
  • საპროექტო იდეების გენერირება
  • რეფლექსია ჩვენს ბლოგზე
  •  შვქმენით საკუთარი მაილი.
  •   ვესტუმრეთ  tpdc.ge/essentials/  გვერდს.
  •    გავეცანით პირველი მოდულის პირველ აქტივობას.
  •    შვქმენით პორტფოლიოს საქაღალდე     
დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
მოლოდინი დიდია.
ტრენერი საუკეთესო და პროფესიონალი.
მე  ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღით.